სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 16/29 - 01
11.09.2026
ქ.თბილისი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წელს ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრების კომისიების შექმნის შესახებ“ დეკანის 2026 წლის 02 სექტემბრის #16/29-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წელს ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრების კომისიების შექმნის შესახებ“ დეკანის 2026 წლის 02 სექტემბრის #16/29-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტის მეორე ნაწილს დაემატოს „36“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„36) ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი“.
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია